LIVE

UNESCO: რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინაში 274 კულტურული ძეგლი დაზიანდა

02 აგვ 202317:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 364
UNESCO: რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინაში 274 კულტურული ძეგლი დაზიანდა
Oleksandr Gimanov/AFP

გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) შეფასებით, 26 ივლისის მდგომარეობით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, სულ მცირე 274 კულტურული ძეგლი დაზიანდა.

მათ შორისაა 117 რელიგიური ობიექტი, 27 მუზეუმი, 98 ისტორიული და/ან მხატვრული ღირებულების შენობა, 19 ძეგლი, 12 ბიბლიოთეკა და ერთი არქივი.

დაზიანებული ძეგლების უმეტესობა (78) დონეცკის ოლქში მდებარეობს, მას მოდის ხარკივი (55), კიევი (38), ლუჰანსკი (33), ჩერნიჰივი (17), ზაპორიჟია (12), სუმი (12), მიკოლაივი (8), ოდესა (8), ხერსონის (6), ჟიტომირის (3), ვინიცის (2), ლვივის (1) და დნეპროპეტროვსკის (1) ოლქები.

UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებულ ოდესის ისტორიულ ცენტრზე რუსეთის იერიშის შემდეგ, ორგანიზაციამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კულტურული ადგილების განზრახ განადგურება შეიძლება ომის დანაშაულად იყოს მიჩნეული, "როგორც ეს აღიარებულია გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ, რომლის მუდმივი წევრი არის რუსეთი".