LIVE

უცხოეთის გავლენებთან დაკავშირებული შეშფოთების გამო, ჩინეთმა TEDx ღონისძიება გააუქმა

01 აგვ 202314:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 338
უცხოეთის გავლენებთან დაკავშირებული შეშფოთების გამო, ჩინეთმა TEDx ღონისძიება გააუქმა

ჩინეთმა ქალაქ გუანჯოუში 13 აგვისტოს დაგეგმილი TEDx ღონისძიება გააუქმა.

TEDxGuangzhou-ს განცხადებით, პოლიციამ ორგანიზატორებს უთხრა, რომ ისინი უცხოურ არასამთავრობო ჯგუფებთან დაკავშირებულ კანონმდებლობის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ. 

ჩინეთმა სი ძინპინის ხელისუფლებაში ყოფნის დროს გააძლიერა არასამთავრობო ორგანიზაციებზე კონტროლი. უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციები ვალდებულნი არიან დარეგისტრირდნენ 2017 წლის მიღებული კანონის შესაბამისად, რომელიც მათგან მკაცრს ანგარიშგებას მოითხოვს. 

კანონის თანახმად, ორგანიზაციებს, რომლებსაც ჩინეთში წარმომადგენლობითი ოფისი არ აქვთ, უნდა ჰყავდეთ სამთავრობო სპონსორი და ადგილობრივი კორპორაციული პარტნიორი. 

TEDxGuangzhou-ს განმარტებით, მას კანონი არ ეხება, რადგან ის TED-ისგან დამოუკიდებელი ადგილობრივი ჯგუფია.

TEDx-ის ღონისძიებაზე დაგეგმილი იყო საუბრები სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, ხელოვნებაზე, სკოლებში ბულინგსა და ნანომედიცინაზე.

მიმდინარე წლის დასაწყისში ჩინეთში ახსნა-განმარტების გარეშე გაუქმდა რამდენიმე ღონისძიება, მათ შორის, გარე სივრცეში დაგეგმილი კონცერტები, რომელშიც უცხოელებიც მონაწილეობდნენ.

კიდევ უფრო ადრე, ხელისუფლებამ დაახლოებით $2 მილიონით დააჯარიმა პროდიუსერული კომპანია და შეაჩერა მისი შოუები მას შემდეგ, რაც კომიკოსმა იხუმრა სამხედრო სლოგანზე, რომელსაც სი ძინპინი ხშირად იყენებს. ასევე გაუქმდა ლგბტქ-თან დაკავშირებული რამდენიმე ღონისძიება.