LIVE

CROSTY ქართველი მომხმარებლისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი უნდა გავხადოთ - გიორგი მიქაია

13 აგვ 202319:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 484
CROSTY ქართველი მომხმარებლისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი უნდა გავხადოთ - გიორგი მიქაია

CROSTY გეგმავს, ახლო მომავალში ქართველი მომხმარებლებისთვის ფინანსურად კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. CROSTY-ის დამფუძნებლის თქმით, ამ მიზნით, აქსესუარების დამატება იგეგმება.

"ჩვენი მთავარი მიმართულება და გათვლა მაინც გლობალური ბაზარი იყო, იქაურობისთვის საშუალო სეგმენტში ვართ წარმოდგენილი, საქართველოსთვის კი გამოდის, რომ მაღალ სეგმენტში. ვფიქრობთ და ვამატებთ სხვადასხვა აქსესუარებს, რომ ცოტა უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენი ნაწარმი ქართველი მომხმარებლისთვის",- აცხადებს "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას CROSTY-ის დამფუძნებელი, გიორგი მიქაია. 

CROSTY 2015 წელს შექმნილი სპორტული ფეხსაცმელების ქართული ბრენდია, რომელიც ექსპორტზე არაერთ ქვეყანაში გადის. თავდაპირველად CROSTY საქართველოში იწარმოებოდა, თუმცა იმის გამო, რომ ქვეყანაში დიდი საწარმოები, რომლებსაც მოცულობითი შეკვეთების მიღება შეუძლიათ, არ გვაქვს, ბრენდმა წარმოება იტალიაში გადაიტანა.