LIVE

Astoria Grande-მ ბათუმი რეისების მარშრუტებიდან ამოიღო

31 ივლ 202312:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 320
Astoria Grande-მ ბათუმი რეისების მარშრუტებიდან ამოიღო

რუსულმა საკრუიზო ლაინერმა მარშრუტებიდან ბათუმი ამოიღო. Astoria Grande-ს შემდეგ რეისებზე ბათუმი გათვალისწინებული არ არის. 

გავრცელებული ინფორმაციით, სოჭიდან მომავალი გემი ბათუმში თვეში ორჯერ უნდა შემოსულიყო. 

საკრუიზო გემ Astoria Grande შემოსვლას დღეს ბათუმში მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. აქციაზე პოლიციამ 9 ადამიანი დააკავა. 

მანამდე ლაინერმა Astoria Grande-მ ერთი მოგზაურობა ბათუმში 27 ივლისს უკვე მოაწყო. 

სოჭსა და ბათუმს შორის სამგზავრო მიმოსვლის დაწყების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად 2023 წლის იანვარში რუსულ მედიაში გავრცელდა. მაშინ ქართულმა მხარემ ეს ინფორმაცია უარყო. 

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო Astoria Grande-ს ბათუმში შესვლის შესახებ ინფორმაციას გასულ კვირას, მას შემდეგ გამოეხმაურა, რაც ცნობილი გახდა, რომ ბათუმში სოჭიდან მომავალი საკრუიზო გემი 27 ივლისს შემოვიდოდა.

სააგენტოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო გემის ASTORIA GRANDE-ს ტრაბზონიდან შემოსვლა კომერციული ხასიათისაა და გემთმფლობელი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია “Goodwin Shipping Limited”-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.