
McDonald’s-ი თავის დაქვემდებარებაში ახალ სარესტორნო ქსელს სახელად, CosMc’s ქმნის. 2024 წლიდან ახალი ქსელი შეზღუდულ გეოგრაფიულ არეალში დაიწყებს სატესტო მუშაობას. დეკემბერში გახდება ცნობილი, სად გაიხსნება ახალი რესტორნები, სხვა დეტალებს კომპანია ჯერჯერობით არ ავრცელებს.
„CosMc’s McDonald’s-ის ტრადიციული კონცეფციის მცირე ფორმატის, თუმცა უნიკალური სტილის რესტორანი იქნება“, – თქვა McDonald’s-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, კრის კემპჩინსკიმ.
სახელი CosMc-ის იდეა McDonald’s-ის 1980-90-იან წლებში სარეკლამო რგოლის პერსონაჟიდან მოდის. რეკლამის მიხედვით, უცხოპლანეტელი გმირი CosMc-ი დედამიწაზე McDonald’s-ის საჭმლის დასაგემოვნებლად ჩამოვიდა და რესტორნისთვის იღბლის მომტანი გახდა.
McDonald’s-ს უკვე აქვს მსგავსი პერსონაჟის „გაცოცხლების“ გამოცდილება. ივნისში აშშ-ში რესტორნებში იმავე სარეკლამო რგოლიდან, კიდევ ერთი „იღბლის მომტანი“ გმირის, Grimace-ს თემა Happy Meal-ს მენიუში გამოიყენა. მენიუში დაამატა იასამნისფერი მილკშეიქი, რამაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია სოციალურ ქსელებში. ამ კამპანიის დამსახურებით კომპანიების გაყიდვები აშშ-ში გაიზარდა.
McDonald’s-ი წლების განმავლობაში ძირითადი ბიზნესის მიღმა ცდილობდა გაფართოებას, თუმცა უშედეგოდ. 1990-იან წლების ბოლო შეისყიდა Donatos Pizza, Boston Market და წილი Chipotle Mexican Grill-ში. თუმცა ათწლეულზე ნაკლებ დროში სამივეს ჩამოშორდა.