Galt & Taggart-ის მიმოხილვის თანახმად, 2023 წელს მთის კურორტებზე უძრავი ქონების გაყიდვები და ფასები შემცირდა.
უფრო დეტალურად, მეორე კვარტალში უძრავი ქონების საშუალო შეწონილი ფასები ბაკურიანში კვადრატულ მეტრზე $1 112, ხოლო გუდაურში $1 400 იყო.
წყარო: საჯარო რეესტრი, კორტერი, გალტ & თაგარტი
რაც შეეხება რაოდენობას, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ბაკურიანსა და გუდაურში ჯამში 284 უძრავი ქონება გაიყიდა.
წყარო: საჯარო რეესტრი, გალტ & თაგარტი