LIVE

ფლოიდის საქმესთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციებში დაკავებულები $13 მილიონს მიიღებენ

23 ივლ 202312:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 314
ფლოიდის საქმესთან დაკავშირებულ საპროტესტო აქციებში დაკავებულები $13 მილიონს მიიღებენ

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობასთან დაკავშირებულ 2020 წლის საპროტესტო აქციებში მონაწილე ასობით დაკავებულ დემონსტრანტს ნიუ-იორკის მერია $13 მილიონს გადაუხდის. განცხადებას მოსარჩელეთა ადვოკატები აცხადებენ. 

შედეგად, ეს იქნება ისტორიაში ყველაზე დიდი კომპენსაცია, რომელსაც საპროტესტო აქციებში მონაწილე დაზარალებულები ჯგუფურად მიიღებენ. 

ნიუ-იორკისა და შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები 2020 წლის 25 მაისს პოლიციელის მიერ შავკანიანი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის, მკვლელობას მოჰყვა. მკვლელობის ამსახველ ვიდეოში, რომელიც საჯაროდ გავრცელდა, ჩანს თუ როგორ აწვება პოლიციელი ფეხით ფლოიდს კისერზე, რის გამოც მსხვერპლი დახმარებას ითხოვდა და ამბობდა, რომ ვერ სუნთქავდა. 

ფლოიდის მკვლელობას ქვეყანაში ათასობით ადამიანმა გააპროტესტა. ნიუ-იორკის აქციებში მონაწილე მრავალ დემონსტრანტზე პოლიციამ ხელკეტები, წიწაკის სპრეი და სხვა ქიმიური გამაღიზიანებელი ნივთიერებები გამოიყენა, ბევრი ადამიანი კი დააკავეს. 

სწორედ ამიტომ, საპროტესტო აქციებში დაკავებული 1 300 დემონსტრანტზე მეტიდან თითოეული დაახლოებით $9 950-ს მიიღებს.

მიუხედავად ამისა, ადამიანები, რომლებიც სხვა ისეთი ბრალდებების გამო დააკავეს, როგორებიცაა ცეცხლის განზრახ წაკიდება და სხვისი ქონების განადგურება, აღნიშნულ თანხას არ მიიღებენ.