LIVE

საქართველოში ონლაინ ტრანზაქციების 58.1% აზარტულ თამაშებზე მოდის

23 ივლ 202316:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 433
საქართველოში ონლაინ ტრანზაქციების 58.1% აზარტულ თამაშებზე მოდის

"საქართველოში აზარტული თამაშების ტრანზაქციების წილი მთლიან ელექტრონულ კომერციაში საკმაოდ მაღალია",- ამის შესახებ ISET-ისა და PMC-ის კვლევაშია საუბარი. კვლევაში გაანალიზებულია 2021-2022 წლების მონაცემები, საიდანაც ირკვევა, რომ ქვეყანაში ონლაინ ტრანზაქციების 58.1% აზარტულ თამაშებზე მოდის და შესაბამისად, ჯამურ ინტერნეტ გადახდებში (6.5 მლრდ ლარი) საკმაოდ მოცულობით წილს - 3.7 მლრდ ლარს იკავებს.

საგულისხმოა, რომ ეს შემცირებული მაჩვენებელია. საქართველოს პარლამენტის მიერ, 2021 წლის დეკემბერში აზარტული თამაშების ახალი შეზღუდვების დამტკიცების შემდეგ, აზარტული თამაშების ტრანზაქციებს უარყოფითი მაჩვენებელი ჰქონდა. წლიურად, ტრანზაქციების რაოდენობა 14.5%-ით შემცირდა, რაც შეეხება ტრანზაქციების ჯამურ ღირებულებას, კლება - 9.6% იყო. შედეგად, 2022 წელს აზარტული თამაშების წილი მთლიან ელექტრონულ ტრანზაქციებში 58.1% გახდა, მაშინ როცა 2021 წელს 70.5%-ს უტოლდებოდა. ბოლო წლებში აზარტული თამაშების წილის შემცირების მიუხედავად, აშკარად იკვეთება ელექტრონული კომერციის ტრანზაქციებში ინდუსტრიის ზრდის ტემპი.