LIVE

საუკეთესო ბირჟები კრიპტოს გასანაღდებლად საქართველოში

14 ივლ 202314:53
3 წუთის საკითხავი
clock clock 1126
საუკეთესო ბირჟები კრიპტოს გასანაღდებლად საქართველოში

კრიპტოვალუტები თავიანთი არსით ჩვენთვის კარგად ნაცნობ, ტრადიციულ ფულს ძალიან ჰგვანან. შეგიძლია ამ ციფრული აქტივებით ნებისმიერი სერვისი თუ პროდუქტი იყიდო, გაყიდო ან სულაც შეინახო საინვესტიციო მიზნით. არსებობს სხვადასხვა ტიპის კრიპტოვალუტა, რომელიც სხვადასხვა მიზანს ემსახურება, მაგალითად ბიტკოინი - გამოიყენება საინვესტიციო მიზნებისთვის, ლაითქოინი - გადარიცხვებისა და გადახდებისთვის და ა.შ

კრიპტოვალუტები ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე მომუშავე დეცენტრალიზებული აქტივებია, რომლებიც მხოლოდ ინტერნეტ სივრცეში არსებობენ და მათ არ ჰყავთ ერთი, ცენტრალური მარეგულირებელი სუბიექტი. 

შენს კრიპტოვალუტებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ნებისმიერ დროს განაგებ მხოლოდ შენ!

რა არის ბლოკჩეინი?

ბლოკჩეინი არის კრიპტო ტრანზაქციების აღრიცხვის მთელი სისტემა, რომელიც დაყოფილია ბლოკებად. თითოეული ბლოკი ინახავს ქსელში ჩართული მომხმარებლების მიერ განხორციელებული მილიონობით ტრანზაქციის ისტორიას, რომლის გაყალბება, წაშლა და შეცვლაც შეუძლებელია.

როგორ გავანაღდო კრიპტო, ანუ რა გზები არსებობს საქართველოში ამისთვის?

თუ კრიპტოვალუტების განაღდება მოგინდა, საქართველოში ამისათვის რამდენიმე გზა არსებობს. გამოიყენო ქართული თუ უბრალოდ საქართველოში მომუშავე კრიპტო ბირჟა, მიმართო პირად ბროკერს და გამოიყენო OTC სერვისი ან ისარგებლო კრიპტომატების მომსახურებით, რომლებიც ტრადიციული საბანკო აპარატების (ATM) კრიპტო ანალოგს წარმოადგენენ. 

დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ყველაზე გავრცელებულ და სარფიან საშუალებაზე - კრიპტო ბირჟა. 

კრიპტო ბირჟა CRYPTAL - რა კრიპტოვალუტებია მხარდაჭერილი და რა პირობები აქვს ბირჟას?

კრიპტალი არის პირველი ქართული კრიპტო ბირჟა, რომელზეც ვაჭრობა შეგიძლია როგორც ტრადიციული ვალუტების გამოყენებით (ლარი, ა.შ.შ დოლარი და ევრო), ასევე მხარდაჭერილია ყველა საუკეთესო და პოპულარული კრიპტოვალუტა, იქნება ეს ბიტკოინი, ლაითქოინი, ეთერიუმი თუ სხვა. ჯამში ხელმისაწვდომია 30-მდე კრიპტოვალუტა. 

პლატფორმა გამოირჩევა დაბალი საკომისიოებით, საუკეთესო კრიპტოვალუტებითა და ყველაზე სწრაფი დახმარების გუნდით. 

თუ კრიპტალიდან სხვადასხვა ქოინებისა და კრიპტოს განაღდება გადაწყვიტე, პირველ რიგში უნდა გაიარო მარტივი რეგისტრაციის პროცესი, შემდგომ კი სულ რამდენიმე კლიკით შეძლებ სასურველი კრიპტო აქტივი გადაცვალო შერჩეულ ვალუტაში. 

მხარდაჭერილი კრიპტოვალუტები: 28 (სრული სია);

მხარდაჭერილი ვალუტები: 3 (ლარი, ა.შ.შ დოლარი და ევრო);

განაღდების მეთოდები: საბანკო გადარიცხვა და Visa/Mastercard ბარათები;

განაღდების საფასური: საბანკო გადარიცხვა - 1%; Visa/Mastercard - TBC ბანკი - 1 ლარი; საქართველოს ბანკი - 1.2 ლარი. 

კრიპტო პლატფორმა MyCoins - რა კრიპტოვალუტებს შეხვდები და როგორ შეძლებ კრიპტოს განაღდებას?

შემდეგი კრიპტო პლატფორმა, საიდანაც კრიპტოს განაღდება შეგიძლია, MyCoins ჰქვია. ის არის ერთ-ერთი პირველი ქართული კრიპტო პლატფორმა, რომელიც ბაზარზე 2018 წელს გამოჩნდა და მომხმარებლებს სხვადასხვა კრიპტო სერვისებს სთავაზობს. 

პლატფორმაზე შეხვდებით სხვადასხვა პოპულარულ კრიპტოვალუტებს, ჯამში 13: ბიტკოინი, ლაითქოინი, რიპლი, ბიტკოინ ქეში, სტელარი, ეოსი, ეთერიუმი, დეში, USDT, დოჯქოინი, პოლიგონ მატიკი, კარდანო და ვივა. 

ტრადიციულ ვალუტებს შორის კი, ხელმისაწვდომია მხოლოდ ქართული ლარი და ა.შ.შ დოლარი.

თუ კრიპტო პლატფორმაში მოხერხებულობას ეძებ, MyCoins-ს ამ ფაქტორით ნამდვილად გამოირჩევა. შენს მიერ განაღდებული კრიპტოთი შეგიძლია ისეთი სერვისებით ისარგებლო, როგორიც მაგალითად, ელექტრო ენერგიის ან წყლის მომარაგების გადასახადის დაფარვაა. 

მხარდაჭერილი კრიპტოვალუტები: 13;

მხარდაჭერილი ვალუტები: 2 (ლარი და ა.შ.შ დოლარი);

განაღდების მეთოდები: საბანკო გადარიცხვა და Visa/Mastercard ბარათები; 

განაღდების საფასური: საბანკო გადარიცხვა - 1%+ (დამოკიდებულია ტრანზაქციის მოცულობაზე); Visa/Mastercard - დამოკიდებულია ტრანზაქციის მოცულობაზე. 

კრიპტო პლატფორმა Coinmania - როგორ გაანაღდებ კრიპტოს და რა კრიპტოვალუტებს შეხვდები აქ?

საქართველოში კრიპტოს გასანაღდებლად შესაძლოა შემდეგი კრიპტო ბირჟა გამოგადგეს, რომელსაც Coinmania ჰქვია. ის პირველად ქართულ კრიპტო ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა და დღემდე აქტიურად არის ჩართული ინდუსტრიაში. 

პლატფორმაზე შეხვდები რამდენიმე პოპულარულ და მოთხოვნად კრიპტოვალუტას, რომლებსაც წინა ორი კრიპტო ბირჟის შემთხვევაშიც შევეხეთ. აქ ჯამურად 20 კრიპტოა წარმოდგენილი.

Coinmania, გარდა მრავალფეროვანი ქოინებისა, გამოირჩევა ბლოკჩეინ ქსელების მხარდაჭერით, რაც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს უამრავი ტიპის კრიპტო შეიტანოს პლატფორმაზე და მოგვიანებით ის სურვილისამებრ გაანაღდოს. 

თუ კრიპტოს განაღდებას გადაწყვეტ, შეგიძლია საბანკო გადარიცხვა და Visa/Mastercard ბარათები გამოიყენო. ისინი ბაზარზე ყველაზე მოსახერხებელ და სწრაფ მეთოდებად ითვლება, რომ საკუთარი აქტივები შენს ტრადიციული ვალუტების ანგარიშზე მიიღო. 

მხარდაჭერილი კრიპტოვალუტები: 20;

მხარდაჭერილი ვალუტები: 3 (ლარი, ა.შ.შ დოლარი და ევრო);

განაღდების მეთოდები: საბანკო გადარიცხვა და Visa/Mastercard ბარათები;

განაღდების საფასური: საბანკო გადარიცხვა - ლარი (1 GEL); ა.შ.შ დოლარი (30 USD); ევრო (30 Euro); Visa/Mastercard - 1 ლარი.

კრიპტო ბირჟა Binance - როგორ გაანაღდებ ყველაზე ცნობილი კრიპტო ბირჟიდან საქართველოში?

Binance უკვე დიდი ხანია კრიპტო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მოთამაშეა. ცოტა ხნის წინ კომპანიამ ქართულ ბაზარზე შემოსვლა გადაწყვიტა, რითაც ქართველ კრიპტო მოყვარულებს კრიპტოს გასანაღდებლად კიდევ ერთი დამატებითი ალტერნატივა აჩუქა. 

პლატფორმაზე შეხვდები რამდენიმე ასეულ კრიპტოვალუტას და ბლოკჩეინ ქსელს, რისი მეშვეობითაც გეძლევა შესაძლებლობა, რომ დაუბრკოლებლად გადაცვალო კრიპტოვალუტები ფიატ აქტივებში და შესაბამისად ქართულ საბანკო ანგარიშის ნომრებზე გადაიტანო სასურველი თანხა. 

კრიპტოს განაღდებისას კი, შეგიძლია შენი აქტივები რამდენიმე ათეულ ფიატ ვალუტაში გადაცვალო, თუმცა გაითვალისწინე, საქართველოში Visa/Mastercard ბარათებისა და საბანკო გადარიცხვის დახმარებით გამოტანას ვერ შეძლებ. განაღდებისას უნდა გამოიყენო P2P, რა დროსაც ტარიფები და საფასური შესაძლოა დროის პერიოდში განსხვავდებოდეს, თუმცა საბოლოოდ შენს კუთვნილ თანხას საბანკო ანგარიშზე დაუბრკოლებლად მაინც მიიღებ.

მხარდაჭერილი კრიპტოვალუტები: 350+;

მხარდაჭერილი ვალუტები: 50;

განაღდების მეთოდები: საბანკო გადარიცხვა და Visa/Mastercard ბარათები;

განაღდების საფასური: დამოკიდებულია მოთხოვნაზე. 

რომელია შენზე მორგებული ბირჟა კრიპტოს გასანაღდებლად

თუ შენთვის სისწრაფეს არ აქვს მნიშვნელობა და უპირატესობას მრავალფეროვნებას ანიჭებ, როგორც გასაყიდ კრიპტოვალუტებში, ასევე გასანაღდებელ ფიატ აქტივებში, მაშინ არჩევანის გაკეთება ბაინანსსა და Coinmania-ს შორის მოგიწევს, რადგან აღნიშნულ ორ კრიპტო ბირჟას ბლოკჩეინ ქსელებისა და კრიპტოვალუტების დიდი მხარდაჭერა აქვთ. 

თუ აქცენტს სიიაფეზე, სისწრაფეზე და სიმარტივეზე აკეთებ, მაშინ Cryptal შენთვის იდეალური ვარიანტია, რადგან კრიპტო ბირჟაზე საქართველოში გავრცელებულ მეთოდებს შორის ყველაზე დაბალი საკომისიოებია და აქტივები პირდაპირ შენს ანგარიშზე დაგიჯდება. 

ხოლო თუ განაღდებული კრიპტო გინდა რომ ბანკში დარჩეს და ის სხვადასხვა კომუნალურ სერვისებში თუ გადასახადებში გამოიყენო, ამის კარგ შესაძლებლობას MyCoins იძლევა E-money-ის მხარდაჭერით. 

(R)