LIVE

შვეიცარია და იტალია ერთმანეთს საბაგიროს გზით დაუკავშირდნენ

13 ივლ 202318:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 399
შვეიცარია და იტალია ერთმანეთს საბაგიროს გზით დაუკავშირდნენ

შვეიცარიიდან იტალიაში მოხვედრა უკვე საბაგირო გზითაც შესაძლებელია. ორ ქვეყანას შორის ევროპის ყველაზე გრძელი საბაგირო გზა გაიხსნა.

შვეიცარიის სათხილამურო კურორტ ზერმატიდან, იტალიურ რეგიონთან - სერვინიასთან დაკავშირება 2 საათზე ნაკლებ დროშია შესაძლებელი. საბაგირო გზა მთებს ზღვის დონიდან თითქმის 4000 მეტრის სიმაღლეზე კვეთს. სამანქანო გზით კი ორ ქალაქს შორის მანძილი 226 კილომეტრია, რომლის დაფარვას დაახლოებით 3.5 საათი სჭირდება.

პროექტი, რომლის თავდაპირველი ღირებულება 65 მილიონი ფრანკი იყო, ორჯერ უფრო ძვირი დაჯდა. საბაგირო გზა 1 ივლისს გაიხსნა და მთელი წლის განმავლობაში მოემსახურება ადგილობრივებსა თუ ტურისტებს. ამ გზით შესაძლებელია საათში 1300 ადამიანის გადაყვანა, მგზავრობის ღირებულება კი, დაახლოებით 240 ევროა. მგზავრებს დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად  გონდოლის შეცვლა რამდენჯერმე მოუწევთ.