LIVE

ეკატერინე ტიკარაძე საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორად დაინიშნა

07 ივლ 202314:22
3 წუთის საკითხავი
clock clock 357
ეკატერინე ტიკარაძე საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორად დაინიშნა

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორად დაინიშნა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ის საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების დირექტორის პოზიციაზე მუშაობას მიმდინარე წლის 30 იანვარს შეუდგა.

ეკატერინე ტიკარაძე ამ თანამდებობას მინისტრობამდე, 2015-2019 წლებში იკავებდა.

ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრი 2019-2021 წლებში იყო. მან თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება 2021 წლის 9 დეკემბერს, ქართული ოცნების ოფისში, ბრიფინგზე გააკეთა და თქვა, რომ საქმიანობას ქართული ოცნების პოლიტსაბჭოში გააგრძელებდა.  

გასულ წელს ის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ დაინიშნა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით შეიქმნა.