LIVE

ნავთობის ფასი შემცირდა - მიზეზები

03 ივლ 202313:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 383
ნავთობის ფასი შემცირდა - მიზეზები

ორშაბათს ნავთობის ფასები დაეცა. მთავარი მიზეზი გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელებისა და აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის (Fed) მხრიდან საპროცენტო განაკვეთების შესაძლო ზრდის მოლოდინებია, რასაც მოთხოვნის შემცირება მოჰყვება.

კერძოდ, Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი 4 ცენტით დაეცა და ბარელზე 75.37 აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება აშშ-ის West Texas Intermediate-ის (WTI) ფასს, ბარელის ღირებულებამ 9 ცენტით დაიკლო და ამჟამად იგი 70.55 აშშ დოლარად იყიდება.

საწვავზე მოთხოვნის კლების მოლოდინი მას შემდეგ გაჩნდა, რაც პარასკევს გამოქვეყნებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ აშშ-ში ინფლაცია კვლავ აღემატება Fed-ის მიზნობრივ 2%-იან მაჩვენებელს. ამის გამო კი სავარაუდოა, რომ Fed კვლავ გაზრდის რეფინანსირების განაკვეთს.

აღსანიშნავია, რომ Brent-ის ფასი ზედიზედ ოთხი კვარტალია ეცემა, ხოლო WTI-ის ფასში მეორე კვარტალური ვარდნა დაფიქსირდა.