
ხარაგაულთან ლიანდაგების დატბორვისა და ნიადაგის ჩამოშლის გამო, ზუგდიდი-თბილისისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლები რამდენიმე საათით გაჩერდა.
"დასავლეთში არსებული ძლიერი წვიმის გამო, სოფელ ბაბის მიმდებარედ, სანიაღვრე ჭებიდან გადმოსულმა უხვმა რაოდენობის წყალმა ლიანდაგები დატბორა. ასევე გამოიწვია ლიანდაგების მიმდებარედ ნიადაგის ჩამოშლა", - ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მატარებლების მოძრაობა რამდენიმე საათში განახლდა. საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ.