LIVE

საუდის არაბეთის კოალიციამ იემენის დრონები ჩამოაგდო

07 მარ 202113:54
3 წუთის საკითხავი
clock clock 547
საუდის არაბეთის კოალიციამ იემენის დრონები ჩამოაგდო
Saudi Press Agency/AP Photo

საუდის არაბეთის მიერ მართულმა სამხედრო კოალიციამ განაცხადა, რომ იემენელი მეამბოხეების მხრიდან სამეფოს მიმართულებით გაშვებული დრონები ჩამოაგდო. საუდის არაბეთის ოფიციალური არხები აცხადებენ, რომ აშშ-ის მხრიდან ტერორისტების სიიდან მეამბოხეების ამოღებამ შეტევებს ახალი სტიმული მისცა.

არაბულმა კოალიციამ, რომელიც ექვსი წლის მანძილზე ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰუტი მეამბოხეებს ებრძვის, სულ მცირე რვა დრონი გაანადგურა. საუდის არაბეთის ქ. ჯედაში Saudi Aramco-ს საწვავის დეპოზე ბალისტიკური რაკეტით განხორციელებულ შეტევაზე მეამბოხეებმა პასუხისმგებლობა 3 მარტს აიღეს.

ცნობილი არ არის, თუ რა მოცულობის ზიანი მიადგა საუდის არაბეთს დრონების შეტევის შედეგად. ამგვარი თავდასხმები იშვიათად იწვევენ მასშტაბურ ზიანს, თუმცა გახშირებულმა შეტევებმა სპარსეთის ყურეში დაძაბულობა გაზარდეს. ამ რეგიონს საკვანძო როლი აქვს გლობალური ნავთობის წარმოებაში.

აშშ-მა ჰუტი მეამბოხეები ტერორისტების სიიდან მას შემდეგ ამოიღო, რაც გაერომ რაბეთის ნახევარკუნძულის უღარიბესი ქვეყნა შიმშილის ზღვარზე მყოფთა შორის დაასახელა.

2014 წლის შემდეგ, ჰუტი მეამბოხეები გაეროს მიერ აღიარეებული იემენის მთავრობის წინააღმდეგ იბრძვიან და ქვეყნის მეოთხედ ტერიტორიას აკონტროლებენ, რამაც გაეროს განმარტებით, მსოფლიოს უმწვავესი ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: აბას ალ ლავატი.