LIVE

Virgin Galactic-ი დღეს პირველი კომერციული კოსმოსური ფრენისთვის ემზადება

29 ივნ 202310:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 557
Virgin Galactic-ი დღეს პირველი კომერციული კოსმოსური ფრენისთვის ემზადება

ბრიტანელი მილიარდერის რიჩარდ ბრანსონის კოსმოსური ტურისტული კომპანია Virgin Galactic-ი დღეს პირველ კომერციულ ფრენას გეგმავს. 

ხომალდი სახელად Galactic 01, საქართველოს დროით 19:00 საათზე გაფრინდება. ამ მისიის ფარგლებში იტალიის საჰაერო ძალებიდან და ეროვნული კვლევითი საბჭოდან სულ 3 ადამიანი იმოგზაურებს.

SpaceX-ისა და Blue Origin-ის მსგავსად, Virgin Galactic-ი ემსახურება მდიდარ მოქალაქეებს, მომავალ ასტრონავტებს, რომლებიც მზად არიან კოსმოსურ მოგზაურობაში დიდი თანხა გადაიხადონ. დღეს დაგეგმილი გასეირნება, რომელიც 90 წუთი გაგრძელდება, $450 000 ღირს.

Galactic 01-ის მგზავრები დედამიწიდან სულ მცირე 80 კმ-ის დაშორებით აღმოჩნდება სუბორბიტალურ სივრცეში, სადაც მგზავრები დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში გრავიტაციას ვეღარ იგრძნობენ.

კომპანიაში ზაფხულში დაგეგმილ სხვა ფრენებზეც საუბრობენ. როგორც ცნობილია, Galactic 02 კერძო ეკიპაჟით მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისში გაფრინდება. სამომავლო მისიებზე ბევრი დეტალი ცნობილი არ არის.

ყველა მსურველს შესაძლებლობა ექნება, რომ დღევანდელ ფრენას, კომპანიის ვებგვერდის საშუალებით, პირდაპირ რეჟიმში უყუროს.