LIVE

მაისში ბათუმში 1 335 ბინა გაიყიდა - წლიური კლება 10%-ია

15 ივნ 202314:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 675
მაისში ბათუმში 1 335 ბინა გაიყიდა - წლიური კლება 10%-ია

2023 წლის მაისში ბათუმში საცხოვრებელი ბინების გაყიდვები წლიურად 10%-ით შემცირდა. ერთ თვეში ზღვისპირა ქალაქში სულ 1 335 ბინა გაიყიდა. რაც შეეხება ბაზრის ზომას, 1%-ით, 62 მლნ დოლარამდე გაიზარდა.

Colliers Georgia-ს მონაცემებით, ბათუმში მოიმატა ბინების ფასმა. კერძოდ, მაისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 15%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 926 დოლარი იყო. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 12%-ით, 732 დოლარამდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ ბათუმში მაისში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 10%-ით შემცირდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 7%-იანი კლება დაფიქსირდა. ამასთან, მოთხოვნა ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე 25%-ით გაიზარდა, ეკონომ და მედიუმ სეგმენტებში კი ტრანზაქციების რაოდენობის 21%-იანი და 15%-იანი კლება დაფიქსირდა.