LIVE

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ქართველ კოლეგას ესაუბრა

05 მარ 202114:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 321
აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ქართველ კოლეგას ესაუბრა

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი საქართველოს თავდაცვის მინისტრ, ჯუანშერ ბურჭულაძეს ტელეფონით ესაუბრა და საქართველოს ამერიკის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი ქართველ კოლეგას რუსული აგრესიის და მავნე გავლენების ფონზე, საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში დახმარებას დაპირდა. 

ოსტინმა საქართველოს მადლობა გადაუხადა “მტკიცე მხარდაჭერის მისიაში” საქართველოს წვლილისთვის და ქართველი სამხედროების მიერ ავღანეთში გაღებული მსხვერპლისთვის.

ლიდერები თანხმდებიან, რომ ბოლო წლების მიღწევებზე დაყრდნობით, უსაფრთხოების შესახებ აშშ-სა და საქართველოს შორის მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს. 

ქართველ კოლეგასთან სატელეფონო საუბრის შესახებ ოსტინ ლოიდმა Twitter-ის საკუთარ გვერდზეც დაწერა და აღნიშნა, რომ საუბარი ნაყოფიერი იყო. ლოიდის თანახმად, შეერთებული შტატები კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო დიდად აფასებს საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას და  საერთო თავდაცვითი მიზნების ერთგულია. 

ლოიდ ოსტინი აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თანამდებობას 2021 წლის 22 იანვრიდან იკავებს.