LIVE

გერმანიას კადრების დეფიციტის დასაძლევად წლიურად 400 000 მიგრანტი დასჭირდება

10 ივნ 202314:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 3971
გერმანიას კადრების დეფიციტის დასაძლევად წლიურად 400 000 მიგრანტი დასჭირდება

გერმანიის სახელმწიფო კვლევით ინსტიტუტის ინფორმაციით, ქვეყნის 47-მილიონიანი სამუშაო ძალა მალე ზრდას შეწყვეტს, რაც სავარაუდოდ გერმანიის ეკონომიკურ ზრდას შეანელებს. ამის მთავარი მიზეზი კი საპენსიო ასაკში გასული მოსახლეობის წილის ზრდა იქნება. 

ხელშესახები ცვლილებების გარეშე, გერმანიის სამუშაო ძალა მომდევნო წლებში მკვეთრად შემცირდება, რაც შეასუსტებს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, გაზრდის ინფლაციის დონესა და შექმნის გამოწვევებს მწარმოებელი ფირმებისათვის. მომდევნო ათწლეულის განმავლობაში 3 მილიონით ნაკლები ადამიანი შექმნის გერმანიის სამუშაო ძალას, რაც ამჟამინდელი მაჩვენებლის 7%-იანი კლება იქნება. აღნიშნულის მთავარი მიზეზი კი პენსიაზე გასული გერმანელების რიცხვის ზრდა იქნება. 

ერთადერთი გამოსავალი იმისათვის, რომ პენსიაზე გასული გერმანელების დანაკლისი ქვეყნის სამუშაო ძალამ აანაზღაუროს, მიგრანტებია. Bloomberg-ის დათვლებით, ქვეყანას ყოველწლიურად დაახლოებით 400 000 ახალი მიგრანტი დასჭირდება სამუშაო ძალის რაოდენობის შესანარჩუნებლად.