LIVE

BOG ბიზნესებისთვის: EU4Business EBRD-ის საკრედიტო ხაზზე Cashback-ის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს

07 ივნ 202311:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 647
BOG ბიზნესებისთვის: EU4Business EBRD-ის საკრედიტო ხაზზე Cashback-ის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს

საქართველოს ბანკი, ევროკავშირის და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ერთად, ბიზნესების მხარდაჭერისა და გაძლიერების მიზნით პროექტების განხორციელებას აგრძელებს. პარტნიორობის ფარგლებში EU4Business EBRD-ის საკრედიტო ხაზზე  Cashback-ის პროგრამა წარმატებით ხორციელდება.

ინიციატივის ფარგლებში მცირე, საშუალო და დიდი ზომის ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ დაფინანსება და ინვესტირებისთვის გაცემული თანხის 15%-მდე, Cashback-ის სახით უკან დაიბრუნონ.

პროექტის მიზანია ქართული ბიზნესისთვის ინვესტირების მხარდაჭერა, პროდუქტის ხარისხის ამაღლება და ევროკავშირის სავაჭრო სტანდარტებთან შესაბამისობა.

პროგრამაში მონაწილეობენ ის ბიზნესები, რომელთა საქმიანობა ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთს მოიცავს:

  • სოფლის მეურნეობა (მეცხოველეობა, მეფრინველეობა, კულტურების მოყვანა);
  • სურსათის წარმოება (საკვების ან  სასმლის წარმოება, ხილ-ბოსტნეულის დამუშავება; რძის პროდუქტების წარმოება) 
  • სხვადასხვა სახის ბიზნესი (ტექსტილის, ქსოვილების, მინის, ავეჯის და სხვა ტიპის პროდუქციის წარმოება, განახლებადი ენერგიის წარმოება).

მონაწილე კომპანიების შერჩევის პროცესში უპირატესობა „მწვანე ბიზნესს“ ენიჭება. აქ იგულისხმება კომპანიები, რომლებიც დაფინანსების შემდეგ პროდუქტის წარმოებაზე ნაკლებ ელექტროენერგიას დახარჯავენ ან არსებული ენერგიით უფრო მეტი პროდუქციის წარმოებას შეძლებენ. ასევე, ის კომპანიები, რომლებიც თავიანთ დანადგარებს ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნიკით ჩაანაცვლებენ.

„საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, ერთგულ პარტნიორთან - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან  (EBRD) ერთად მნიშვნელოვან პროექტს უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ახორციელებს. აღნიშნული ინიციატივა ქართული ბიზნესების მხარდაჭერისა და  პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება. პროგრამის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მონაწილე კომპანიები საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფისგან სრულყოფილ ტექნიკურ კონსულტაციებს იღებენ. საინვესტიციოდ მიღებულ ფინანსებით კი ძირითადი საშუალებების, ახალი დანადგარების შეძენას, საწარმოო თუ სასაწყობე შენობების გარემონტებასა და პროგრამული უზრუნველყოფის გაუმჯობესებას უზრუნველყოფენ. პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა იმ ბიზნესებსაც აქვთ, რომლებიც სხვა მსგავს პროექტებში უკვე ჩართული არიან“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი, ზურაბ მასურაშვილი.

Cashback პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე

(R)