
რუსეთის სასამართლომ Wikipedia 3 მილიონი რუბლით ($36 854) დააჯარიმა, რადგან ონლაინ ენციკლოპედიამ რუსეთის მოთხოვნაზე, წაეშალა სტატია უკრაინის აზოვის ბატალიონის შესახებ, უარი განაცხადა.
აზოვის ბატალიონი უკრაინელ სამხედროთა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გაერთიანებაა. მას რუსული მხარე ტერორისტულ ორგანიზაციად აცხადებს.
რაც შეეხება Wikipedia-ს, იგი რუსეთში დარჩენილი მცირე რაოდენობით ინფორმაციის დამოუკიდებელი წყაროებიდან ერთ-ერთია. რუსეთი მისი სრული აკრძალვით არ იმუქრება, თუმცა ონლაინ ენციკლოპედიის წინააღმდეგ უკვე მთელი რიგი ჯარიმები დააწესა.
გარდა ამისა, გასულ კვირას რუსეთმა WhatsApp-იც დააჯარიმა იმ მიზეზით, რომ კომპანიამ რუსეთის მიერ აკრძალული კონტენტი არ წაშალა. მსგავსი შემთხვევა მოხდა Viber-თან დაკავშირებითაც, რომელიც რუსეთმა იმავე მიზეზის საფუძველზე, როგორც WhatsApp-ი, 4 მილიონი რუბლით დააჯარიმა.