ავსტრალიურმა საავიაციო უსაფრთხოების სარეიტინგო სააგენტო AirlineRatings.com-მა 2023 წლის საუკეთესო ავიაკომპანიები გამოავლინა. სიაში პირველი ადგილი Air New Zealand-მა დაიკავა.
2013 წლის შემდეგ ის მსგავს ჯილდოს მეშვიდედ იღებს. მეორე ადგილზე გავიდა გასული ორი წლის ლიდერი Qatar Airways. სამეულში მოხვდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაარსებული Etihad Airways, რომელმაც სიის წამყვან პოზიციებში ადგილი ეკომეგობრული პოლიტიკით დაიმკვიდრა.
Air New Zealand-ის შეფასებაზე გავლენა იქონია Skynest-ის სახელით ცნობილმა ინოვაციურმა სერვისმა, რაც ეკონომკლასის მგზავრებისთვის საწოლებით უზრუნველყოფს გულისხმობს.
ეს არის 6-ადგილიანი, ორსართულიანი საწოლის პრინციპით შექმნილი კონცეფცია, რომელიც მგზავრებს აძლევს შესაძლებლობას, ეკონომ კლასით ფრენისას დასაძინებელი სივრცით ისარგებლონ. სერვისი ფასიანი იქნება და ერთი საათის ე.წ. დასაძინებელ სივრცეში გასატარებლად მგზავრებს, სურვილის შემთხვევაში, დამატებით $100-ის გადახდა მოუწევთ. სიახლე ხელმისაწვდომი 2024 წლიდან გახდება.
გამოცემამ ავიაკომპანიების სია მრავალი კატეგორიით, მათ შორის უსაფრთხოების, ინოვაციების დანერგვის, მომსახურების ხარისხის, რეისების დროული შესრულებისა და ეკოპოლიტიკის გათვალისწინებით შეადგინა. AirlineRatings.com-ის მიერ გამოქვეყნებული სია ასე გამოიყურება:
1. Air New Zealand
2. Qatar Airways
3. Etihad Airways
4. Korean Air
5. Singapore Airlines
6. Qantas
7. Virgin Australia/Virgin Atlantic
8. EVA Air
9. Cathay Pacific Airways
10. Emirates
11. Lufthansa / Swiss
12. SAS
13. TAP Portugal
14. All Nippon Airways
15. Delta Air Lines
16. Air Canada
17. British Airways
18. Jet Blue
19. JAL
20. Vietnam Airlines
21. Turkish Airlines
22. Hawaiian
23. KLM
24. Alaska Airlines
25. United Airlines.