LIVE

Air New Zealand-მა ეკონომ კლასისთვის დასაძინებელი სივრცე დაამატა

13 მაი 202314:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 398
Air New Zealand-მა ეკონომ კლასისთვის დასაძინებელი სივრცე დაამატა

ავიაკომპანია Air New Zealand ახალ ზელანდიანში ეკონომ კლასის ფრენებისთვის კომფორტულ დასაძინებელ სივრცეს ქმნის.

ეს არის 6-ადგილიანი, ორსართულიანი საწოლის პრინციპით შექმნილი კონცეფცია, რომელიც მგზავრებს აძლევს შესაძლებლობას, ეკონომ კლასით ფრენისას დასაძინებელი სივრცით ისარგებლონ. სერვისი ფასიანი იქნება და ერთი საათის ე.წ. დასაძინებელ სივრცეში გასატარებლად მგზავრებს, სურვილის შემთხვევაში, დამატებით $100-ის გადახდა მოუწევთ.

თითოეულ საწოლს მოჰყვება ბალიში, ზეწრები, საბანი, საცობები ყურისთვის და რაც მთავარია, ღვედი უსაფრთხოებისთვის. იმ შემთხვევისთვის, თუ თვითმფრინავი ტურბულენტურ ზონაში მოხვდება. 

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჩვეულებრივ, ფრენის დროს საწოლით ან მსგავსი ტიპის სერვისით სარგებლობა მხოლოდ პირველი და ბიზნეს კლასის მგზავრებისთვის არის შესაძლებელი.