
საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კერძოდ, 31 მაისის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.53 თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.5972 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 0.91 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7733 ლარი გახდა.
აღნიშნული კურსები ძალაში 1 ივნისის ჩათვლით იქნება.