LIVE

თურქეთის ცენტრალური ბანკის წმინდა სავალუტო რეზერვები 2002 წლის შემდეგ პირველად უარყოფით ნიშნულზეა

27 მაი 202315:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 22488
თურქეთის ცენტრალური ბანკის წმინდა სავალუტო რეზერვები 2002 წლის შემდეგ პირველად უარყოფით ნიშნულზეა

თურქეთის ცენტრალური ბანკის წმინდა სავალუტო რეზერვები 2002 წლის შემდეგ პირველად დაეცა უარყოფით ნიშნულზე და 19 მაისის მონაცემებით -151.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ კვირაში ბანკის წმინდა რეზერვები 2.48 მილიარდი დოლარით შემცირდა, ხოლო  2022 წლიდან ჯამში 27.7 მილიარდით. 

უცხოურ ვალუტებზე მოთხოვნამ 14 მაისისთვის რეკორდულ დონეს მიაღწია. კომპანიები და კერძო პირები მოელიან, რომ ლირა, რომელიც 2021 წელს 44%-ით, ხოლო 2022 წელს 30%-ით გაუფასურდა, ვარდნას არჩევნების მეორე ტურის შემდეგაც განაგრძობს. 

რაც შეეხება ლირას კურსს, დღევანდელ ვაჭრობაში ერთი აშშ დოლარის ფასმა 20 ლირა შეადგინა.

Bloomberg-ის თანახმად, 14 მაისის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, ლირა 2%-ზე მეტად გაუფასურდა. 

თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 14 მაისს გაიმართა. მოქმედმა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხმების 49.50%, ხოლო მისმა მთავარმა კონკურენტმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ 44.89% მიიღო.