LIVE

ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა თებერვალში 76 000-ს გადააჭარბა

27 მაი 202319:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 412
ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა თებერვალში 76 000-ს გადააჭარბა

2023 წლის თებერვალში ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა გასული წლის იმავე თვის მაჩვენებელთან შედარებით 41%-ით მოიმატა და 76 505 შეადგინა. მონაცემებს ევროკავშირის სტატისტიკის სამსახური ავრცელებს

თავშესაფრის მთხოვნელთა ყველაზე დიდი რაოდენობა სირიიდან და ავღანეთიდან - შესაბამისად 9 885 და 9 310 განაცხადი - დაფიქსირდა. მათ შემდეგ სიაში მოდიან კოლუმბიელები 5 160 განაცხადით და ვენესუელები - 5 115-ით.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა ევროკავშირში თავშესაფრის მთხოვნელ უკრაინელთა რიცხვი: თუკი 2022 წლის თებერვალში უკრაინელთა მხოლოდ 2 105 განაცხადი დაფიქსირდა, ომის დაწყებიდან სულ რაღაც ერთ თვეში, იმავე წლის მარტისთვის, ევროკავშირში თავშესაფარს უკრაინიდან 12 190 ადამიანი ითხოვდა. 

2023 წლის თებერვალში ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებლებში რუსები მერვე ადგილს იკავებდნენ, ჯამში 2 385 განაცხადით. 

რაც შეეხებათ მიმღებ ქვეყნებს, განაცხადების რეკორდული რაოდენობა შევიდა გერმანიაში (25 335), ესპანეთში (12 840), საფრანგეთსა (10 520) და იტალიაში (9 840). სწორედ აღნიშნული ოთხი ქვეყანა წარმოადგენს თებერვალში ევროკავშირში თავშესაფრის მთხოვნელთა განაცხადების 77%-ს. 

აღსანიშნავია ისიც, რომ თავშესაფრის მაძიებელთა შორის იყვნენ არასრულწლოვანებიც, თანმხლები სრულწლოვანი პირების გარეშე. ევროკავშირში ჯამში მსგავსი 2 745 განაცხადი შევიდა. აღნიშნული ძირითადად ავღანეთიდან და სირიიდან წამოსულ არასრულწლოვანებს ეხებათ, რომელთა უმრავლესობას თავშესაფარი გერმანიამ, ნიდერლანდებმა, იტალიამ, ესპანეთმა და ავსტრიამ მისცა.