LIVE

ღარიბაშვილი: საქართველო რჩება მშვიდობისა და სტაბილურობის ოაზისად რეგიონში

26 მაი 202312:31
3 წუთის საკითხავი
clock clock 186
ღარიბაშვილი: საქართველო რჩება მშვიდობისა და სტაბილურობის ოაზისად რეგიონში

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის შედეგად, საქართველო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ოაზისად რჩება.

„დღეს, ძვირფასო მეგობრებო, როდესაც ისტორიაში ყველაზე მწვავედ დგას ბირთვული ომის საფრთხე, ჩვენი უმთავრესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება სწორედ მშვიდობის შენარჩუნება და განმტკიცება, ჩვენი ხალხის დაცვა და ჩვენი ქვეყნის გადარჩენაა. ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის შედეგად, არაკეთილმოსურნეთა, შიდა თუ გარე მტრების არაერთი დესტრუქციული მცდელობის მიუხედავად, საქართველო, დიახაც, რჩება მშვიდობისა და სტაბილურობის ოაზისად რეგიონში; და რადგან კარგად ვიცით ომის ფასიც და მშვიდობის ფასიც, სანამ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხისთვის თუნდაც მცირე საფრთხე არსებობს, ჩვენ არ შევწყვეტთ ამ ვალდებულების შესრულებას,“- თქვა ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.