LIVE

სალომე ზურაბიშვილი: რუსეთის უძლეველობის მითი დამსხვრეულია

26 მაი 202312:04
3 წუთის საკითხავი
clock clock 364
სალომე ზურაბიშვილი: რუსეთის უძლეველობის მითი დამსხვრეულია

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, ვინც ფიქრობს, რომ რუსეთი დათმობების სანაცვლოდ ტერიტორიებს დაგვიბრუნებს, ისტორიიდან არაფერი უსწავლია. 

როგორც ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მსოფლიო იცვლება და რუსეთის უძლეველობის მითი დამსხვრეულია.

„ვინც ფიქრობს, რომ რუსეთი ტერიტორიებს დაგვიბრუნებს ჩვენი დათმობების სანაცვლოდ, მას ჩვენი ისტორიიდან არაფერი უსწავლია. ან კიდევ როგორ დავიჯეროთ, რომ ოკუპანტი შეიძლება ჩვენი თანამემამულეების კეთილდღეობაზე ზრუნავდეს. ნუთუ გვავიწყდება, ჩვენს მოქალაქეებს აფხაზეთში, ცხინვალში ვინ ავიწროებს და იტაცებს. დღეს კარგად ვხედავთ, ვინ ცდილობს უკრაინის ოკუპაციას და იმასაც ვხედავთ, რომ მსოფლიო იცვლება, რუსეთის უძლეველობის მითი დამსხვრეულია და ხვალინდელ გეოპოლიტიკურ სივრცეში აღარ უნდა არსებობდეს ოკუპირებული ტერიტორიები.

დღეს 26 მაისია და ჩვენს უკრაინელ მეგობრებს მინდა ვუსურვო გამარჯვება და გამთლიანება.

ამ ახალი მსოფლიო წესრიგის მოლოდინში, დღეს ჩვენი საზოგადოება და ხელისუფლება გზაგასაყარზეა. ნათელია, რომ საზოგადოება არ დათმობს თავის ევროპულ არჩევანს. დემოკრატიის პირველი წესია, რომ უნდა შევასრულოთ ის, რისთვისაც ხალხმა აგირჩია“,- თქვა პრეზიდენტმა.