LIVE

აშშ სიამაყით გააგრძელებს საქართველოს პარტნიორობას - აშშ-ის საელჩოს მილოცვა

26 მაი 202310:29
3 წუთის საკითხავი
clock clock 131
აშშ სიამაყით გააგრძელებს საქართველოს პარტნიორობას - აშშ-ის საელჩოს მილოცვა

აშშ-ის საელჩო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მილოცვის ტექსტში აღნიშნულია, რომ ქართველი ხალხი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში თავდაუზოგავად იბრძვის დამოუკიდებლობისათვის.

საელჩოს განცხადებით, აშშ სიამაყით გააგრძელებს საქართველოს პარტნიორობას.

"ქართველ ხალხს ამერიკელი ხალხისგან:

თქვენი მდიდარი, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში თავდაუზოგავად იბრძოდით დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის და უფრთხილდებოდით მას.

ეს სულისკვეთება ისევეა ცოცხალი თქვენში, როგორც ოდესმე, განსაკუთრებით თქვენს მისწრაფებაში, გახდეთ ევროკავშირისა და ნატოს წევრები და უზრუნველყოთ უსაფრთხოება და კეთილდღეობა საქართველოს მომავალი თაობებისთვის.

შეერთებული შტატები სიამაყით გააგრძელებს თქვენს პარტნიორობას, ისევე, როგორც ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო!"- ნათქვამია მილოცვაში.