LIVE

ჩინური Xiaomi-ის კვარტალური შემოსავლები 19%-ით შემცირდა

28 მაი 202311:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 352
ჩინური Xiaomi-ის კვარტალური შემოსავლები 19%-ით შემცირდა

Xiaomi-ის კვარტალური შემოსავლები 18.9%-ით შემცირდა და 4.2 მილიონი იუანი შეადგინა, რაც $549 მილიონია. მიმდინარე წლის I კვარტალში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, კომპანიის გაყიდვები თითქმის ყველა სფეროში შემცირდა. სმარტფონების გაყიდვებიდან შემოსავლებმა 24%-ით დაიკლო; გარდა ამისა, 28%-ითაა შემცირებული შემოსავლები საზღვარგარეთიდან. 

Xiaomi-ის შემოსავლების შემცირება ჩინეთის ეკონომიკაში ელექტრონიკასა და ინტერნეტ სერვისებზე მოთხოვნის კლებას მიუთითებს. ჯამში ჩინეთში 2023 წლის I კვარტალში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 11%-ითაა შემცირებული სმარტფონების გაყიდვა. 

Xiaomi-ს შემოსავლების კლების ერთ-ერთი მიზეზი მარკეტინგში კომპანიის მიერ შემცირებული ხარჯებია. ამჟამად Xiaomi უდიდესი ტრანსფორმაციისთვის ემზადება. კომპანიას, რომელიც ძირითადად ცნობილია სმარტფონების პროდუქციით, ელექტრომანქანების ბაზარზე სურს გადასვლა, რაც თავად Xiaomi-ის თანადამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, ლეი ჯუნმა, თავის ბოლო უმნიშვნელოვანეს წამოწყებად შეაფასა. მიმდინარე წლის ზაფხულში Xiaomi დაიწყებს კომპანიის პირველი ელექტრომანქანის ტესტირების მორიგ რაუნდს; საბოლოოდ იგი ელექტროავტომობილების გაყიდვას 2024 წლიდან გეგმავს.