LIVE

საქართველოს მოსახლეობა ყველაზე მეტს სურსათზე, ყველაზე ნაკლებს კი განათლებაზე ხარჯავს

25 მაი 202311:23
3 წუთის საკითხავი
clock clock 407
საქართველოს მოსახლეობა ყველაზე მეტს სურსათზე, ყველაზე ნაკლებს კი განათლებაზე ხარჯავს

საქსტატის 2022 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის სამომხმარებლო ფულადი ხარჯების უდიდესი წილი, 41.8% კვლავ სურსათზე, სასმელზე და თამბაქოზე მოდის. აღნიშნული 1.9 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ამასთან, ტრადიციულად, ყველაზე ნაკლები თანხა განათლებაზე იხარჯება.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, საშუალო თვიური ხარჯები ერთ შინამეურნეობაზე 22%-ით, 1 413.6 ლარამდე გაიზარდა, ხოლო ერთ სულზე 21.7%-ით გაიზარდა და 420.7 ლარს გაუტოლდა

რაც შეეხება შემოსავლებს, საშუალო თვიური შემოსავლები ერთ შინამეურნეობაზე 19%-ით გაიზარდა და 1 453.8 ლარი შეადგინა, ხოლო ერთ სულზე 18.6%-ით გაიზარდა და 432.7 ლარს გაუტოლდა. შემოსავლის ძირითადი წყარო ფულადი შემოსავლები და ტრანსფერტებია.