LIVE

Ryanair მზადაა უკრაინაში რეისები განაახლოს, როგორც კი ფრენა უსაფრთხო გახდება

25 მაი 202319:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 160
Ryanair მზადაა უკრაინაში რეისები განაახლოს, როგორც კი ფრენა უსაფრთხო გახდება

Ryanair მზადაა უკრაინაში რეისების შესრულება სწრაფად განაახლოს მას შემდეგ, რაც ომით დაზარალებული ქვეყანა ფრენების შესასრულებლად უსაფრთხო გახდება. ამის შესახებ Ryanair Holdings-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ ო’ლირიგანაცხადა.

მისივე თქმით, ავიაკომპანიამ დაიქირავა დაახლოებით 60 უკრაინელი პილოტი და სალონის ეკიპაჟის დაახლოებით 80 წევრი, რომლებიც ახლა ძირითადად პოლონეთში Ryanair-ის ბაზებს ემსახურებიან. 

Ryanair-ი უკრაინაში ფრენების განახლებიდან 12 თვის განმავლობაში 30 მარშრუტის და რამდენიმე ბაზის შექმნას გეგმავს. 

მაიკლ ო’ლირი აცხადებს, რომ უკრაინაში ფრენების აღდგენისთვის ავიაკომპანიას დაახლოებით ორი კვირა დასჭირდება.

მისივე თქმით, უკრაინის აღდგენაში უზარმაზარი როლი ექნებათ ევროპულ კომპანიებს. მან ხაზი გაუსვა ავიაციის მნიშვნელობას, რამდენადაც, რუსები, სავარაუდოდ, გასვლისას ააფეთქებენ გზებს და ხიდებს. ასე რომ, გადაადგილებაში თვითმფრინავებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებათ. 

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე და ქვეყნის საჰაერო სივრცის დახურვამდე, Ryanair ბაზარზე სიდიდით მეორე ავიაკომპანია იყო. ოლირი ვარაუდობს, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინაში ცხოვრება ნორმალურ პირობებს დაუბრუნდება, ის შესაძლოა, ბაზრის ლიდერი გახდეს.