
საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კერძოდ, 24 მაისის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 3.09 თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.5879 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 2.66 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7825 ლარი გახდა.
აღნიშნული კურსები ძალაში 25 მაისის ჩათვლით იქნება.