
საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კერძოდ, 23 მაისის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 1.94 თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.5570 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 0.97 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7559 ლარი გახდა.
აღნიშნული კურსები ძალაში 24 მაისის ჩათვლით იქნება.