LIVE

Ryanair-ი დატვირთულ საზაფხულო სეზონს ელოდება

25 მაი 202313:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 308
Ryanair-ი დატვირთულ საზაფხულო სეზონს ელოდება

ავიაკომპანია Ryanair-ს, რომელიც ევროპის მასშტაბით ახორციელებს ფრენებს, 31 მარტის მდგომარეობით თითქმის რეკორდულად მაღალი მოგება დაუფიქსირდა. ამასთან, კომპანია ზაფხულისთვის ფრენებზე მოთხოვნის ზრდას პროგნოზირებს.  

ევროპის უმსხვილესი ავიაკომპანია აცხადებს, რომ მგზავრების რაოდენობის გათვალისწინებით წელს ფრენების რაოდენობა დაახლოებით 10%-ით გაიზრდება. ამან უნდა დააკომპენსიროს საწვავის ფასის ზრდის გამო მომატებული ხარჯები, რაც ჯამში 1 მილიარდ ევროს ($1.1 მილიარდი) შეადგენს. კომპანია პროგნოზირებს, რომ დაბეგვრის შემდგომი მოგება 1.43 მილიარდ ევროს მიაღწევს. 

გასულ წელს Ryanair-ს ჯამში რეკორდული რაოდენობის, 168.6 მილიონი მგზავრი ჰყავდა. წელს კომპანია მაჩვენებლის 185 მილიონამდე მომატებას პროგნოზირებს. 

გარდა Ryanair-ისა, საზაფხულო ფრენებზე ჯავშნები მოიმატა EasyJet-ზეც, რომელიც ასევე ევროპის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა.