LIVE

თბილისში რუსული კლინიკების ქსელი Chaika Clinic გაიხსნა

19 მაი 202317:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1279
თბილისში რუსული კლინიკების ქსელი Chaika Clinic გაიხსნა

თბილისში რუსული კლინიკების ქსელი Chaika Clinic გაიხსნა. 

კლინიკის Facebook გვერდიდან ირკვევა, რომ ის თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის 75-ში მიმდინარე კვირიდან ფუნქციონირებს. 

კლინიკის გახსნის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად "რადიო თავისუფლებამ" გაავრცელა

Vademec-ის თანახმად, ეს საზღვარგარეთ Chaika Clinic-ის პირველი სამედიცინო ცენტრია. მანამდე ის მხოლოდ მოსკოვში ფართოვდებოდა. ამავე ვებგვერდის თანახმად, კლინიკა 350 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და ინვესტიციების მოცულობამ $200 000 შეადგინა. 

პორტალის თანახმად, კლინიკა თბილისში თანამშრომლობს პარტნიორ კლინიკებთან, რომლებიც კვლევებს უზრუნველყოფენ. 

Chaika Clinic-ის ვებგვერდზე სამედიცინო სერვისები და ექიმების სახელები უკვე მითითებულია. კონსულტაციის საფასური 100 ლარიდან იწყება.  

კლინიკის სამედიცინო დირექტორი ქსენია იურკინასია. Vademec წერს, რომ ის 2020 წლიდან მოსკოვში Chaika Clinic-ში თერაპევტად და მთავარი ექიმის მოადგილედ მუშაობდა, ხოლო 2022 წელს ანალოგიური თანამდებობა დაიკავა თბილისში, Silk Medical-ის მულტიდისციპლინურ სამედიცინო ცენტრში.

"საქართველო საოცარი ქვეყანაა, სადაც მრავალი კულტურა იკვეთება. ქართველები ევროპული კატეგორიებით აზროვნებენ. ეს ჯანმრთელობასაც ეხება. ასევე არის თხოვნა ევროპელი, აზიელი და რუსი ექსპერტების საზოგადოებიდანაც", - ამბობს იურკინასი.

კლინიკების ქსელ Chaika-ს მოსკოვში შვიდი სამედიცინო ცენტრი აქვს. 2022 წელს ქსელის დამფუძნებელმა, საინვესტიციო ბანკის KIT Finance ყოფილმა მფლობელმა ალექსანდრე ვინოკუროვმა თავისი წილი (86.37%) პოლინა იუმაშევას მიჰყიდა.

პოლინა იუმაშევა რუსეთის პირველი პრეზიდენტის, ბორის ელცინის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის, ვალენტინ იუმაშევის ქალიშვილი და Rusal-ის დამფუძნებლის, აშშ-ის მიერ სანქცირებული ოლეგ დერიპასკას ყოფილი ცოლია. 

ქსელის მმართველ კომპანიას ასევე ფლობენ KIT Finance-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი მაქსიმ ციგანოვი (9.63%), სერგეი ტიხონოვი (3.95%) და ვიაჩესლავ კლიუჩნიკოვი (0.05%).