
ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთის მხარდაჭერისთვის კიდევ 71 კომპანია სავაჭრო შავ სიაში შეიყვანა. გადაწყვეტილება აშშ-მა იაპონიაში მიმდინარე G7-ის სამიტის ფარგლებში მიიღო.
აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის გადაწყვეტილება აფართოებს შეზღუდვებს კომპანიებზე, რომლებიც რუსეთთან და ბელარუსთან სავაჭრო ურთიერთობებში არიან. შავ სიაში შევიდა 69 სავაჭრო სუბიექტი რუსეთიდან, 1 სომხეთიდან და 1 კი, ყირგიზეთიდან.
ვაჭრობის დეპარტამენტის განცხადებით, რუსული ექსპორტის შეზღუდვა ძირითადად ნავთობისა და გაზის სექტორში მომუშავე კომპანიებს ეხებათ.