.jpg)
საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კერძოდ, 19 მაისის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.30 თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.5340 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 0.06 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7352 ლარი გახდა.
აღნიშნული კურსები ძალაში 22 მაისის ჩათვლით იქნება.