LIVE

არგენტინაში რეფინანსირების განაკვეთი 97%-მდე გაიზარდა

21 მაი 202314:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 397
არგენტინაში რეფინანსირების განაკვეთი 97%-მდე გაიზარდა

არგენტინის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 600 საბაზისო პუნქტით 97%-მდე გაზარდა, რათა დაძლიოს მზარდი ინფლაცია, რომელმაც 30-წლიან მაქსიმუმს მიაღწია. 

ცენტრალური ბანკები მთელს მსოფლიოში იბრძვიან ინფლაციის შეკავებისთვის, მაგრამ ეს განსაკუთრებული პრობლემაა არგენტინაში, სადაც წლიური ინფლაციის მაჩვენებელი აპრილში 100%-ზე მეტი იყო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ეს ყველაზე მაღალი დონეა 1990-იანი წლების დასაწყისიდან. ამჟამად არგენტინაზე მაღალი ინფლაცია მხოლოდ ვენესუელასა და ზიმბაბვეშია.

არგენტინის ცენტრალური ბანკი იმედოვნებს, რომ განაკვეთის ზრდა ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას ეროვნულ ვალუტაში. გადაჭარბებულმა ინფლაციამ გამოიწვია პესოში განხორციელებული ინვესტიციების დიდი გადინება, რამაც ეროვნული ვალუტა დოლართან 23%-ით გააუფასურა.