
საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კერძოდ, 16 მაისის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 2.43 თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.5638 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 3.08 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7925 ლარი გახდა.
აღნიშნული კურსები ძალაში 17 მაისის ჩათვლით იქნება.