უახლოეს კვირებში საფრანგეთმა უკრაინას ათობით ჯავშანტექნიკასა და მსუბუქ ტანკს მიაწვდის; მათ შორის იქნება AMX-10RC-ის რამდენიმე საბრძოლო მანქანა.
გარდა ამისა, საფრანგეთი უკრაინის რამდენიმე საბრძოლო ბატალიონსაც ჩაუტარებს წვრთნებს. ორი ქვეყნის პრეზიდენტების საერთო განცხადებაში აღნიშნულია, რომ საფრანგეთი უკრაინას დახმარებას საჰაერო სივრცის გაძლიერების კუთხითაც გაუწევს.
გარდა საფრანგეთისა, შაბათს გერმანიამ ომში უკრაინის დასახმარებლად 2.7 მილიარდი ევროს ($3 მილიარდი) სამხედრო დახმარება გამოყო, რაც ომის დაწყების შემდეგ ბერლინის მხრიდან უკრაინისთვის გაწეული დახმარების ყველაზე დიდი პაკეტია.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვირას განაცხადა, რომ კიევისა და მისი დასავლელი მხარდამჭერების დამსახურებით წელს ომში რუსეთის დამარცხება შესაძლოა გარდაუვალი იყოს. ბერლინში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტისას ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა გერმანიას “ნამდვილი მეგობრობისთვის.”
უკრაინის დახმარების ფონზე, G7-ის ქვეყნები მიმდინარე კვირაში იაპონიაში შეიკრიბებიან და რუსულ ენერგორესურსებსა და ექსპორტზე დაწესებული სანქციების გამკაცრებას განიხილავენ.