
საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კერძოდ, 11 მაისის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 1.64 თეთრით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.5458 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 0.98 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7805 ლარი გახდა.
აღნიშნული კურსები ძალაში 15 მაისის ჩათვლით იქნება.