
Imagine Dragons-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა დღეს იწყება.
Black Sea Arena-ს თანახმად, ბილეთების ფასი 100 ლარიდან 1000 ლარამდე მერყეობს. ამასთან, სხვადასხვა სექტორში ბილეთები 150, 200, 250, 300, 400, 430 ლარი ღირს.
TKT.GE-ზე ბილეთების შეძენა დღეს 16:00 საათიდან იქნება შესაძლებელი. Star Ring-ის ფეხზე დასადგომი ბილეთების განსაზღვრული რაოდენობა ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ BSA.ge-ზე.
ერთ ადამიანს მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეუძლია.
კონცერტი კამპანია Starring Georgia-ს ფარგლებში 31 აგვისტოს თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ღონისძიება 21:00 საათზე იწყება. სტადიონის კარი 17:00 საათზე იხსნება.
Starring Georgia არის Black Sea Arena-ს კამპანია, რომლის მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერებაა. კამპანიის ფარგლებში, 5-დან 31 აგვისტოს ჩათვლით, თბილისში, შეკვეთილსა და სხვა ლოკაციებზე 6 კონცერტია დაგეგმილი.
ღონისძიებების ჩატარების დრო და ადგილი ცნობილია:
Nile Rodgers & Chic – 5 აგვისტო, Black Sea Arena, Front Stage;
FKJ – 6 აგვისტო, Black Sea Arena, Front Stage;
Damian Lazarus – 10 აგვისტო, The Social Space;
The Killers – 15 აგვისტო, Black Sea Arena;
All Day I Dream – 18 აგვისტო, The Social Space;
Imagine Dragons – 31 აგვისტო, Mikheil Meskhi Stadium.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გასულ თვეში განაცხადა, რომ ვარსკვლავების კონცერტისთვის ბიუჯეტიდან 70 მილიონი ლარი გამოიყოფა, თუმცა ქვეყანა ამ ღონისძიებებით მინიმუმ 100 მილიონის შემოსავალს მიიღებს.