LIVE

Hollywood-ში სცენარისტების გაფიცვა იწყება

02 მაი 202311:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 608
Hollywood-ში სცენარისტების გაფიცვა იწყება

ამერიკული კინემატოგრაფიის უდიდეს ცენტრში არეულობაა. დღეიდან კინოსა და ტელესერიალების ათასობით სცენარისტი Hollywood-ში გაფიცვებს იწყებს

15 წლის შემდეგ ამერიკის მწერალთა გილდიამ პირველად შეწყვიტა მუშაობა. გაფიცვების მიზეზი გახდა ანაზღაურება. სცენარისტები Walt Disney-სა და Netflix-ისგან, ინდუსტრიაში ორი უდიდესი კინო და სატელევიზიო სტუდიისაგან, ხელფასების მომატებას ითხოვდნენ. ბოლოს მსგავსი გაფიცვა 2007 და 2008 წლებში, 100 დღის განმავლობაში გაგრძელდა და იგი კალიფორნიის ეკონომიკას $2 მილიარდზე მეტი დაუჯდა. 

ამერიკის მწერალთა გილდიის განცხადებით, კომპანიების საქციელმა კინოინდუსტრიაში უკონტროლო გარემო შექმნა; მოლაპარაკებების პროცესში მათი უმოქმედობა კი ღალატის ტოლფასია, რაც სცენარისტების პროფესიას უფრო მეტად აუფასურებს. გილდია ჯამში დაახლოებით 11 500 სცენარისტს აერთიანებს ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესსა და სხვა ქალაქებში. მისი წევრები Hollywood-ის სტუდიების გარშემო პიკეტირებას სამშაბათს ნაშუადღევს დაიწყებენ. 

კინემატოგრაფიისა და ტელევიზიის პროდიუსერების ალიანსმა (AMPTP), რომელიც კინოსტუდიებს წარმოადგენს, განაცხადა, რომ სცენარისტებს “კომპენსაციის დიდსულოვანი ზრდა” შესთავაზა, თუმცა მხარეებმა შეთანხმებას მაინც ვერ მიაღწიეს. 

Hollywood-ში სცენარისტების გაფიცვების დაწყება ნიშნავს, რომ რამდენიმე სატელევიზიო შოუ დროებით აღარ გამოვა. გარდა ამისა, გაფიცვების გამო შესაძლოა შემოდგომის რამდენიმე სატელევიზიო სეზონიც გადაიდოს.