
ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის I კვარტალში BMatch პლატფორმის საშუალებით 460.5 მლნ დოლარი იყიდა.
Galt & Taggart-ის ყოველკვირეული მიმოხილვის თანახმად, მხოლოდ 2023 წლის მარტში სებ-ის მიერ შესყიდული თანხის მოცულობამ 219.6 მლნ დოლარი შეადგინა.
შეგახსენებთ, საქართველოს სავალუტო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 31 მარტის მდგომარეობით, სავალუტო რეზერვების მოცულობამ 5 003 820 400 დოლარი შეადგინა.