საქართველოს სავალუტო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 31 მარტის მდგომარეობით, სავალუტო რეზერვების მოცულობამ 5 003 820 400 დოლარი შეადგინა.
2022 წლის მარტთან შედარებით, რეზერვები 973 184 593 დოლარითაა გაზრდილი.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში სებ-ი სავალუტო ბაზარზე დოლარს აქტიურად ყიდულობს, რაც რეზერვების ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.