LIVE

Exxon Mobil-მა გაიანაში $12.7-მილიარდიანი ნავთობპროექტი დაამტკიცა

28 აპრ 202311:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 265
Exxon Mobil-მა გაიანაში $12.7-მილიარდიანი ნავთობპროექტი დაამტკიცა

Exxon Mobil-მა და მისმა პარტნიორებმა გაიანაში უახლეს ნავთობპროექტში $12.7-მილიარდიანი ინვესტიცია ჩადეს. ეს სამხრეთ ამერიკის ქვეყანაში მათი მეხუთე და ყველაზე ძვირადღირებული პროექტია. 

პროექტი სახელწოდებით Uaru დღეში 250 000 ბარელამდე ნავთობსა და გაზს გამოიმუშავებს.

Exxon და პარტნიორები Hess და CNOOC აკონტროლებენ მთელ წარმოებას გაიანაში, რომელიც საკონსულტაციო კომპანია Rystad Energy-ის თანახმად, ნავთობის უმსხვილესი ოფშორული მწარმოებლების სიაში მომავალ ათწლეულში შეერთებულ შტატებს დაეწევა.  

"გაიანაში ჩვენი ინვესტიციები და განვითარების განუმეორებელი წარმატების ტემპი განაგრძობს წვლილის შეტანას უსაფრთხო, საიმედო გლობალურ ენერგომომარაგებაში", - თქვა Exxon-ის ნავთობისა და გაზის წარმოების ბიზნესის პრეზიდენტმა, ლიამ მალონმა. 

Exxon-ის ხელმძღვანელობით ჯგუფმა წარმოება 2019 წელს დაიწყო და გაიანაში ხუთ დამტკიცებულ პროექტში ჯერჯერობით $42.7 მილიარდი გამოიმუშავა. მოსალოდნელია, რომ ჯგუფი 2026 წლის ბოლოსთვის დღეში 1 მილიონ ბარელზე მეტ ნავთობსა და გაზს მოიპოვებს.