LIVE

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში დირექტორის ვაკანსიაა - თამარ იოსელიანი თანამდებობას ტოვებს

25 აპრ 202313:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 539
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში დირექტორის ვაკანსიაა - თამარ იოსელიანი თანამდებობას ტოვებს

თამარ იოსელიანი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თანამდებობას ტოვებს.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, იოსელიანი ეკონომიკის სამინისტროში შემავალ სხვა სამსახურში გადადის და სამინისტროს მიერ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის პოზიციაზე ვაკანსიის გამოცხადება სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება.

ამასთან, სააგენტოში „ბიზნეს ფორმულასთან“ არ დააკონკრეტეს, რომელ უწყებაში გადადის ან რა თანამდებობას დაიკავებს თამარ იოსელიანი, რომელიც სააგენტოს 2018 წლის 29 მარტიდან ხელმძღვანელობს. 

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სხვა სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით, თამარ იოსელიანი ტოვებს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობას. 2023 წლის 1-ლი მაისიდან სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობას შეასრულებს დირექტორის პირველი მოადგილე. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უკვე გამოაცხადა კონკურსი სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის პოზიციაზე“,- აცხადებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირია.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე განცხადების მიღების ბოლო ვადა 2023 წლის 4 მაისია. სააგენტოს დირექტორის პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო 10 680 ლარია.