LIVE

Tesla ჩინეთში წარმოებულ ელექტრომობილს ჩრდილოეთ ამერიკაში პირველად გაყიდის

01 მაი 202310:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 460
Tesla ჩინეთში წარმოებულ ელექტრომობილს ჩრდილოეთ ამერიკაში პირველად გაყიდის

Tesla-მ შანხაიში თავისი ყველაზე პოპულარული ელექტრომობილის Model Y-ს წარმოება დაიწყო, რომელსაც წელს კანადაში გაყიდის. კომპანია პირველად გაიტანს ჩრდილოეთ ამერიკაში ჩინეთში წარმოებულ პროდუქციას. ამ ნაბიჯით Tesla თავის ყველაზე ხარჯთეფექტურ საწარმოსა და უდიდეს ბაზარს დაუკავშირებს ერთმანეთს.

Tesla-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კანადელ მომხმარებლებს Model Y-ს ახალ ვარიანტს შესთავაზებს, რომელიც უფრო იაფი იქნება, ვიდრე ამავე მოდელის ამჟამად ხელმისაწვდომი უფრო ხანგრძლივი გარბენის მქონე ელექტრომობილი. კომპანიის მიხედვით, ახალი მოდელის კანადელი მომხმარებლისთვის მიწოდება მაისი-ივლისის პერიოდში იქნება შესაძლებელი.

ამასთან, კანადის მთავრობის ვებგვერდზეც განახლდა ინფორმაცია, რომ Model Y-ს ორივე ვერსია შესაბამისი იქნება სუბსიდირების პროგრამისთვის, რომელიც ნულოვანი ემისიების ავტომობილებზე (iZEV) მოქმედებს.

Tesla-მ კანადის ბაზრისთვის Model Y-ს აპრილის დასაწყისიდან აწარმოებს. მეორე კვარტალში საექსპორტოდ 9 000 ავტომობილის წარმოება იგეგმება.

კომპანია შანხაის საწარმოში ლითიუმ-რკინა-ფოსფატის (LFP) ბატარეებს იყენებს Model Y-თვის, რომელიც ჩინეთის, ევროპისა და სხვა ბაზრებისთვისაა გათვლილი. ტეხასისა და კალიფორნიის საწარმოებისთვის კი იყენებს ბატარეებს „4680“, რომელიც უფრო მძლავრია.

Tesla-ს ვებგვერდის მიხედვით, კანადისთვის წარმოებული მოდელის ერთი სრული დამუხტვის გარბენი 394 კილომეტრია, იმავე მოდელის აშშ-ს საწყისი ვარიანტის შემთხვევაში კი 449 კილომეტრი. ახალი მოდელის ფასი უფრო დაბალია $44 275-ია, ვიდრე ამერიკაში წარმოებული მოდელი, რომელიც $46 990 ღირს.

ამ წლის დასაწყისიდან ამერიკაში Model Y-ს ფასები კომპანიამ სამჯერ შეამცირა, რაც ფასდაკლების სტრატეგიის ნაწილია მოცულობის გაზრდის მიზნით, რომელიც პირველ კვარტალში შემცირდა და ელექტრომობილებზე ფასების ომს უკავშირდება.

გასულ წელს კომპანიამ შანხაის საწარმოდან Model Y-სა და Model 3-ს 27 100-ზე მეტი მანქანა გაუშვა ექსპორტზე ევროპასა და სხვა ბაზრებზე, რამაც გლობალური გაყიდვების მეხუთედი შეადგინა.

Tesla არაა ერთადერთი ავტომწარმოებელი, რომელიც ელექტრომობილებს ექსპორტს ჩინეთიდან ახორციელებს. Renault თავის Spring მოდელი ევროპაში გააქვს ექსპორტზე, BMW კი ჩინეთში წარმოებულ iX3-ს სამხრეთ აზიასა და ევროპაში ყიდის.

2020-2022 წლებში ჩინეთის მანქანების ექსპორტის მთლიანი მაჩვენებელი ოთხჯერ გაიზარდა და 2 მილიონს მიაღწია. წელს პირველი კვარტლის ტემპი თუ შენარჩუნდება, გაყიდვების რაოდენობა 3 მილიონს მიაღწევს.