LIVE

General Motors ლითონის მოპოვების ინდუსტრიაში ფართოვდება

15 აპრ 202310:48
3 წუთის საკითხავი
clock clock 335
General Motors ლითონის მოპოვების ინდუსტრიაში ფართოვდება

General Motors Co (GM) ლითიუმის ტექნოლოგიის სტარტაპ კომპანია EnergyX-ში ინვესტირებას გეგმავს, რამდენადაც სამთო მრეწველობის ინდუსტრიაში ფართოვდება. ავტოგიგანტის უახლესი გარიგება გრძელვადიან პერსპექტივაში მის ლითონით მომარაგებას უზრუნველყოფს, რასაც GM ელექტროავტომობილების ბატარეების დასამზადებლად იყენებს.

ელექტრომანქანების გლობალური წარმოებისკენ სწრაფვამ ბაზარზე ლითიუმის, სპილენძის, ნიკელისა და სხვა მნიშვნელოვანი მინერალების სტაბილურ მიწოდებაზე მოთხოვნა გამოიწვია. მოსალოდნელია, რომ სულ რაღაც 10 წელიწადში მოთხოვნა გადააჭარბებს მიწოდებას, რაც გაამძაფრებს ინტერესს ახალი მეთოდების მიმართ.

კერძო საკუთრებაში მყოფი EnergyX იმ რამდენიმე კომპანიას შორის ერთ-ერთია, რომელიც ლითიუმის პირდაპირი მოპოვების (DLE) ტექნოლოგიას ავითარებს. ეს მეთოდი მოიაზრებს ლითიუმის მოპოვებას ისეთი მარილწყლების ტიპისგან, რაც აქამდე სამთო მრეწველობის მიერ უარყოფილი იყო აუზების აორთქლებისა და ღია კარიერების წარმოქმნის პრევენციის მიზნით. ამ გზით მოპოვებულ ლითიუმს General Motors-ი Ultium ბატარეების წარმოებისთვის გამოიყენებს.

მარილწყლის საბადოები მარილით გაჟღენთილი წყლებია, რომლებიც მთელ მსოფლიოში გვხვდება. ბევრი მათგანი სავსეა ლითიუმით, კალციუმითა და სხვა მინერალებით. DLE ტექნოლოგიების მიზანია მარილწყლიდან მხოლოდ ლითიუმის გამოყოფა და დანარჩენი მინერალების დატოვება.

როგორც ინვესტიციის ნაწილი, GM-ის მეცნიერები EnergyX-ს DLE ტექნოლოგიის კომერციალიზაციაში დაეხმარებიან. ასევე მათი ერთობლივი მიზანია, მოიპოვონ წარმატება იმ ასპარეზზე, სადაც Rio Tinto-მ, BMW-მა და სხვა კონკურენტებმა კრახი განიცადეს.

ავტომწარმოებელი EnergyX-თვის $50 მილიონი ღირებულების დაფინანსების მეორე რაუნდის შეთავაზებას გეგმავს, რაც კომპანიას ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე გაფართოებაში დაეხმარება.

General Motors უფლებას იტოვებს უარი თქვას ლითიუმის შეძენაზე იმ პროექტებიდან, რომლებსაც EnergyX ახორციელებს.

„ჩვენ მზად ვართ უზრუნველვყოთ ელექტრომომარაგებისთვის კრიტიკული მინერალები, რომლებიც მდგრადი და კონკურენტუნარიანია“, - თქვა ჯეფ მორისონმა, GM-ის ვიცე-პრეზიდენტმა გლობალური შესყიდვებისა და მიწოდების საკითხებში.

EnergyX-მა, ასევე ცნობილი როგორც Energy Exploration Technologies Inc, განაცხადა, რომ პირველადი საჯარო შეთავაზების (IPO) დაწყებას 2024 წლისთვის აპირებს. კერძო ინვესტიციის ფირმა Global Emerging Markets Group გეგმავს $450 მილიონის ინვესტირებას EnergyX-ში აქციებით ვაჭრობის დაწყების შემდეგ.