LIVE

დაგვიანებული რეისებით, ბრიტანეთში Wizz Air ლიდერობს

17 აპრ 202310:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 288
დაგვიანებული რეისებით, ბრიტანეთში Wizz Air ლიდერობს

დაგვიანებული რეისების მხრივ, დიდ ბრიტანეთში, მსხვილ ავიაკომპანიებს შორის, მეორე წელია Wizz Air ლიდერობს

სამოქალაქო ავიაციის ორგანოს (CAA) მონაცემებით, 2022 წელს უნგრული ავიაკომპანიის რეისები გრაფიკს საშუალოდ 46 წუთითა და 6 წამით ჩამორჩებოდა. ეს მონაცემი სამჯერ აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.  

Wizz Air ასრულებს მოკლე მანძილზე ფრენებს დიდი ბრიტანეთის აეროპორტებიდან, მათ შორის ბირმინგემიდან, ედინბურგიდან, აბერდინიდან, გეტვიკიდან, ლუტონიდან, ლივერპულიდან და ბრისტოლიდან.

ანალიზი ემყარება გაერთიანებული სამეფოს აეროპორტებიდან სხვადასხვა ავიაკომპანიის მიერ განხორციელებულ ყველა გეგმურ და ჩარტერულ რეისს. ასეთი კი 2500-ზე მეტი იყო. სტატისტიკაში გათვალისწინებული არ არის გაუქმებული ფრენები.

ყველა კომპანიის მიერ დაგვიანებული რეისების საშუალო დრო 23 წუთია.

Wizz Air-ის შემდეგ, საშუალოდ 40 წუთის და 18 წამის დაგვიანებით, მეორე ადგილს Tui იკავებს. მესამე ადგილზეა Qatar Airways, რომლის დაგვიანების საშუალო დრო 31 წუთი და 48 წამია.

ანალიზი აჩვენებს, რომ ყველაზე დროულად რეისებს ნორვეგიული Air Shuttle ასრულებს. ამ კომპანიის მიერ რეისების დაგვიანების საშუალო დრო 13 წუთსა და 42 წამს შეადგენს.